კონფიდენციალურობა

1. ინფორმაციისშეგროვებადა გამოყენება ხორციელდება:

1.1 dnipro-m.ge_ს ვებგვერდით სარგებლობისა და რეგისტრაციისას, რა დროსაც მომხარებელს შესაძლოა მოეთხოვოს ისეთი პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება, როგორიცაა: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი, ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი;
1.2 მომხმარებლის მიერ მიწოდებული პერსონალური მონაცემების გამოყენებით, რის შემდეგაც dnipro-m.ge იტოვებს უფლებამოსილებას, აცნობოს მას ინფორმაცია პლატფორმაზე განთავსებული პროდუქტების, სიახლეების, აქციებისა და შეთავაზებების შესახებ;
1.3 თანხის გადახდით, შესაბამისი საბანკო და საფინანსო მომსახურების გაწევისას, საიტზე მომხმარებლის ფინანსური ინფორმაცია ტარდება ელექტრონული გადახდის სისტემით, რომელზეც წვდომა პლატფორმის ადმინისტრაციას არ გააჩნია;
1.4 Cookies საშუალებით, რომელიც ინახავს არაპირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციას, რა დროსაც არ ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაცია;
1.5 იმ ვებგვერდის "Uniform Resource Locator" „URL“ - ის მეშვეობით, რომელზეც თქვენ ჩვენს გვერდზე შემოსვლამდე იმყოფებოდით;
1.6 იმ ვებგვერდის „URL“ - ით, რომელზეც თქვენ შეხვალთ ჩვენი საიტიდან გამოსვლის შემდეგ;
1.7 თქვენ მიერ გამოყენებული მოწყობილობის-ბრაუზერის სახეობითა და ინტერნეტ პროტოკოლის „IP“ მისამართით საშუალებით;
1.8 იმ დროს, როდესაც თქვენ სარგებლობთ ჩვენი ვებგვერდით, ჩვენ ან/და ჩვენ მიერ უფლებამოსილ მესამე მხარე მომსახურების პროვაიდერებსა და მარეკლამირებელ პირებს, შეუძლიათ ავტომატურად მიიღონ ეს ინფორმაცია. ეს ხორციელდება ისეთი ელექტრონული მექანიზმების მეშვეობით, როგორიცაა „Cookies“, „Web Beacons“, „Pixel Tags“;
1.9 მომხარებელს სურს მიიღოს ჩვენი პროდუქტები ან/და მომსახურება;
1.10 მომხარებელთან კომუნიკაცია ხორციელდება ტელეფონით ან/და ელ.ფოსტის დახმარებით.

2. ვის და რა საფუძველზე ვუზიარებთ თქვენ პერსონალურ მონაცემებს:

2.1 მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა და რეგულაციები, სასამართლო განჩინება ან/და ოფიციალური მოთხოვნა, სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოს გამოცემული ინსტრუქციისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე წარმართული ნებისმიერი მსგავსი პროცედურა;
2.2 სხვა ორგანიზაციების მოთხოვნა, იმ შემთხვევაში, როდესაც ხსენებული მხარეები სავალდებულო წესით განაცხადებენ თანხმობას თქვენი მონაცემების უსაფრთხოდ და კონფიდენციალურად შენახვის შესახებ;
2.3 ასევე, გავცემთ ინფორმაციას, იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ ჩვენი უფლებების დასაცავად და/ან ვებგვერდის მიმართ ნებისმიერი სასამართლო პროცესის, სასამართლო გადაწყვეტილების/დადგენილების ან სხვა სახის სამართლებრივი პროცესის უზრუნველსაყოფად;
2.4 ჩვენ მიერ თქვენი ინფორმაცია შესაძლოა გადაეცეს: სახელმწიფო ორგანოებს ან ერთეულებს, მარეგულირებელ ორგანოებს ან ნებისმიერ სხვა პირს, იმ ორგანიზაციებს, რომლებმაც თქვენ მიერ შერჩეულ პროდუქტზე ან მომსახურებაზე უნდა მოგაწოდონ ან შემოგთავაზონ გარკვეული ინფორმაცია.

3. პერსონალური ინფორმაციის დაცვა:

3.1 dnipro-m.ge_ს საშუალებით მომხმარებლის მიერ მიწოდებული პერსონალური ინფორმაცია არის კონფიდენციალური და არ ექვემდებარება მესამე პირთათვის გადაცემას სხვადასხვა მიზნებისთვის;
3.2 პლატფორმა იძლევა გარანტიას, რომ მომხმარებლის მიერ მიწოდებული პერსონალური ინფორმაცია არ იქნება გამოყენებული კანონით აკრძალული მიზნებისთვის;
3.3 პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება მესამე პირთათვის, შესაძლოა მოხდეს, მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
3.4 პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის დაპირების მსგავსად, აღნიშნულ მონაცემებს იცავს საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“.

4. პასუხისმგებლობა:

4.1 მომხმარებელიპასუხისმგებელიამის მიერ წარდგენილი პერსონალური ინფორმაციის სისრულეზე, სიზუსტესა და მის დროულად განახლებაზე;
4.2 მომხარებელი ვალდებულია, დაიცვას საკუთარი პერსონალური ინფორმაცია, მესამე პირებისთვის გამჟღავნებისგან;
4.3 dnipro-m.ge არ აგებს პასუხს მომხმარებლის მიერ მესამე პირისთვის საკუთარი პერსონალური ინფორმაციის ან/და პაროლის და სხვა დეტალების გადაცემით/გამჟღავნებით მომხმარებლისთვის მიყენებულ ზიანზე.