RH-120MB ელექტრო პერფერატორი "DNIPRO-M"

SKU :
RH-120MB
მარაგშია
279,00  ლარი 320,00  ლარი

პერფერატორის ტიპი: დრელ-პერფერატორი

ბურღვის დიამეტრი ბეტონის ბურღვისას: 28 მმ

ვაზნის ტიპი: SDS+

დარტყმის ძალა: 3.2 ჯ

 

 

დანიშნულება

პერფერატორი “DNIPRO-M” RH-120MB განკუთვნილია 8-12 მმ დიამეტრის ხვრელების სწრაფი და ეფექტური ბურღვისთვის სხვადასხვა მასალებში: ბეტონში, ქვაში, აგურში. მოცემული ხელსაწყო ასევე გამოიყენება მინერალური ზედაპირების მაკორექტირებელი დემონტაჟისთვის: თაბაშირ-მუყაო, აგური, ბეტონი, ფილები და სხვა. ამასთანავე, მოდელს მოყვება ქეისი.

1

უნივერსალურობა

მუშაობის სამი რეჟიმის არსებობის დამსახურებით (ბურღვა, ბურღვა ნგრევით და ნგრევა) მოცემული პერფერატორი არის უნივერსალური ინსტრუმენტი, რომლის დახმარებითაც შეასრულებთ სამუშაოების ფართო სპექტრს:

  • ხვრელის ბურღვა ბეტონში, ქვაში და აგურში;
  • ბურღვა/ნგრევა ქვის მრგვალად ამოსაჭრელი ბურღით ბეტონში, აგურში და ფილაში;
  • მაკორექტირებელი დემონტაჟი/დაქუცმაცება მსუბუქი ბეტონის, აგურის, თაბაშირის  და ა.შ;
  • ბურღვა - მეტალი, ხე, მეტლახი, პლასტმასი და სხვა მასალების;
  • სამშენებლო ბათქაშის მორევა.

ერგონომიკა

  • ჩართვის ღილაკი აღჭურვილია სიჩქარის რეგულატორით, რომელიც მუშაობის პროცესში საგრძნობ კომფორტს მოგანიჭებთ;
  • ბურღვის სიღრმის შემზღუდველი საშუალებას გაძლევთ მარტივად გაბურღოთ საჭირო სიღრმის ხვრელები;
  • ნახშირისებრი უკუსვლის რეჟიმი საშუალებას გაძლევთ თანაბრად ეფექტურად იმუშაოთ ორივე მიმართულებით;
  • კომფორტული დარეზინებული სახელურების დახმარებით, ხელსაწყოს კომფორტულად და საიმედოდ დაიჭერთ ხელში;
  • გრძელი დარეზინებული სადენი (4 მ) საშუალებას გაძლევთ იმუშაოთ დენის წყაროსგან შესაფერის მანძილზე.

ეფექტურობა

  • 3,2 ჯ დარტყმის ძალის დახმარებით, პერფერატორს შეუძლია საბურღი თავაკით თამამად გაბურღოს 28 მმ_მდე ხვრელები ბეტონში, აგურში, ქვაში და ა.შ.
  • ქვის მრგვალად ამოსაჭრელი ბურღის მაქსიმალური ზომაა 72 მმ, რომელიც გვაძლევს საშუალებას გავბურღოთ დენის სოკეტის ყალიბი სხვადასხვა მასალებში
  • სამშენებლო ბათქაშის მორევა 20 ლიტრამდე , 100 მმ- იანი თავაკით;
  • რედუქტორის კორპუსის მაგნიუმით დაფარული ზედაპირი უზრუნველყოფს სითბოს ეფექტურ გაყვანას დამრტყმელი მექანიზმისგან, რაც საშუალებას გაძლევთ იმუშაოთ გაჩერების გარეშე.

საიმედო დაცვა

  • როტორი და სტატორი დაფარულია სამშრიანი თერმო გამძლე ლაქით, რაც იმის გარანტიაა, რომ მაქსიმალური დატვირთვით ხანგრძლივი სამუშაოების დროს, თავიდან აიცილებთ ნეგატიურ შედეგებს;
  • საკისარი და ჩამრთველი ღილაკი მტვრის შეღწევისგან დაცულია;
  • რედუქტორი და დამრტყმელი მექანიზმი დამზადებულია ლეგირებული და გამყარებული ფოლადისაგან;
  • კორპუსი დამზადებულია დარტყმა გამძლე პლასტმასისგან.

 

უსაფრთხოება

პერფერატორი აღჭურვილია დამცავი R-control ფუნქციით, რაც თავიდან აგარიდებთ შესაძლო დაზიანებებას თავაკის გაჭედვის შემხვევაში და სამუშაოს გახდის მაქსიმალურად უსაფრთხოს. პერფერატორის კორპუსს აქვს ორმაგი იზოლაცია, რომელიც იცავს მომხმარებელს საგანგებო ვითარების შემთხვევაში.

More Information
სამუშაო სიმძლავრე 1200 ვტ
სიჩქარის მარეგულირებელი დიახ, ღილაკზე დაჭერით
ნომინალური სიმძლავრე 950 ვტ
მაქსიმალური სიმძლავრე 1450 ვტ
სადენის სიგრძე 4 მ
დარტყმის ძალა 3,2 ჯ
ვაზნის ტიპი SDS+
წონა 3,5 კგ
დარტყმის რაოდენობა 4000 დარტყმა/წთ
ბრუნვის რაოდეობა თავისუფალი სვლისას 0-1000 ბრ/წთ
პერფერატორის ტიპი დრელ-პერფერატორი
ბურღვის რეჟიმი დიახ
ჩაქუჩის რეჟიმი ბურღვის დროს დიახ
ჩაქუჩის რეჟიმი დიახ
ბურღის დიამეტრი ბეტონის ბურღვისას 28 მმ
მრგვალად ამოსაჭრელი თავაკის დიამეტრი ბეტონის ბურღვისას 72 მმ
ბურღვის დიამეტრი : ხე 32 მმ
Рабочий момент предохранительной муфты 24-28 ნმ
ხმაურის ნიშნული, Lpa, ხმის წნევის დონე 88 დბ (ა)
ხმაურის ნიშნული, Lwa, ხმის სიმძლავრის დონე 99 დბ(ა)
ვიბრაციის ნიშნული ahHD ბეტონის ბურღვისას 14 მ/წმ2
ვიბრაციის ნიშნული ahCheq 13,2 მ/წმ2
ბურღვის დიამეტრი: ფოლადი 15 მმ